Thursday, January 24, 2013
გარემოს დაბინძურების პრობლემა
გარემოს დაბინძურების საიკითხი მსოფლიოში ოდითგანვე დგას.შეიძლება ითქვას,რომ სამყაროს შექმნასთან ერთად გაჩნდა ეს პრობლემა,არ არსებობს სახელმწიფო,რომელიც ამ „სენით დაავადებული“ არ არის.რას არ აკეთებენ ისინი,რომ ეკოლოგიის თვალსაზრისით სამაგალითოები იყვნენ და სისუფთავით გამოირჩეოდნენ სხვა ქვეყნებისგან.ასევე ისიც უნდა ითქვას,რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად არასამთავრობო ორგანიზაციებიც მრავლად არის ჩართული მთელი მსოფლიოს მასშტაბით.თუმცა რა თქმა უნდა,მხოლოდ ერთჯერადი მანიფესტაციები და კედელზე გაკრული სარეკლამო ბილბორდები არ არის საკმარისი იმისთვის,რომ ეს პრობელმა მოგვარებულად ჩაითვალოს.ყველაზე მეტად,რაც მაღიზიანებს,იმ ხალხისგან შემდგარი ჯგუფებია,რომლებიც გარემოს დაბინძურებისგან თავის არიდებას ურჩევენ ხალხს,სინამდვილეში კი ამით პიარს იკეთებენ,რათა საზოგადოებაში ღირსეულ,სამაგალითო მამულიშვილებად გამოჩნდნენ,არადა ცალი თვალით,რომ შევხედოთ ეგეთ ადამიანებს,ქუჩაში რასაც აკეთებენ,ნათლად მივხვდებით,თუ საიდან მოდის ეს პრობლემა.მოკლედ,ჩემი აზრი ამ საკითხის მიმართ ესეთია: ადამიანების შეგნება უნდა ამაღლდეს იმ დონემდე,რომ გარემოს დაბინძჲრება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის დაზიანებას,ნგრევას,არამედ ამან შეიძლება სამყაროს გახრწნა და განადგურება გამიწვიოს.ჩვენ უნდა დავფიქრდეთ,რათა გვირჩევნია!გვქონდეს ლამაზი,სუფთა სამყარო თუ ფინძური,სადაც სენი და ჭირი მძვინვარებს და თუ სწორად დავფიქრდებით,მივალდ იმ დასკვნამდე,რომ პრობლემა ჩვენშია-თითოეულ ადამიანში.ის,რომ ქუჩაში დაყრილ ნაგავს დავინახავთ,არა მთავრობის,რომელიც ქალაქში სისუფთავის შესანარჩჲნებლად არაფერს აკეთებს,არამედ ის,რომ სწორედ ამ ნაგავს უგუნურად,ჩვენ ვყრით და ყოველივე ამაში ჩვენ ვართ დამნაშავე !
წყარო
დაბინძურება — დაბინძურებული ნივთიერებების შემოტანა ბუნებრივ გარემოში, რომელიც იწვევს ცვალებადობას, არეულობას, ზიანს ან დისკომფორტს ფიზიკურ სისტემებსა თუ ცოცხალ ორგანიზმებში. ადამიანთა საქმიანობა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ფორმა საყოფაცხოვრებლო ნაგვის დაყრაა, თუმცა გაცილებით უფრო სერიოზულ ზიანს სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა საქმიანობისა და სატრანსპორტო საშუალებათა მოქმედების ნარჩენი პროდუქტები იწვევს, რომლებიც ჰაერსაც აბინძურებს, წყალსაც და ნიადაგსაც.
გარემოს დაბინძურება ახალი პრობლემა არაა. ექვსასი წლის წინ ლონდონის თავზე ჰაერი ქვანახშირის წვის პროდუქტით — სქელი კვამლით — იყო სავსე. დროთა განმავლობაში მრავალი კანონი გამოიცა, რათა ზოგიერთი სახის დაბინძურება შეწყვეტილიყო. დღეს ბევრი ქვეყნის მთავრობაში საგანგებო უწყებები არსებობს, რომლებსაც გარემოს დაბინძურების შემცირება ავალიათ.
წყარო
პროექტის შესახებ
.
მოგესალმებით, ჩემი თემა შეეხება გარემოს დაბინძურებას,როგორც მოგეხსენებათ ეს პრობლემა დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია და მე შევეცდები მოგაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
Subscribe to:
Posts (Atom)


